სუბარი: რატომ გადადგა გახარია, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად გითხრათ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა იმ მსჯელობაში, რომელიც მმართველ გუნდში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხის გარშემო გაიმართა. სუბარის თქმით, მისთვის გაუგებრია ისიც, თუ რატომ მიიღო პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება: „რაიმე მსჯელობა რომ ყოფილიყო გუნდში ისეთი, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას, არ ყოფილა და არც მგონია, რომ რაიმე ყოფილიყო, რადგან მკაფიოა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში ან როგორ მოხდეს მისი დაკავება. აქ ორი აზრი არ არსებობს და არანაირი პოლიტიკური მდგენელი აქ არ უნდა არსებობდეს. მე ამ თემებში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვიცი, ვინმე მონაწილეობდა თუ არა. ერთადერთი, რაც ვიცი, შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, რომ ის, რაც იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაში ვერ ჩაერეოდა ვერავინ. სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიაჩნდა სწორად კანონიდან გამომდინარე“. 18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. პრემიერის განცხადებას მალევე მოჰყვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თქმითაც, პრემიერმა გიორგი გახარიამ მათ გუნდს ვერ დაუსახელა ის არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა პრემიერის პოზიციას ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. 17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან. 17 თებერვალს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 26 დღის წინ
  • NEW

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 7 თვის წინ