სოზარ სუბარი: …მესამე მოწოდება მექნება მათი ლიდერის მიმართ, რომელიც ქვეყნის გარეთაა

ღარიბაშვილის კანდიდატურამ საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია გუნდის ძველ და ერთგულ წევრებში, ისევე როგორც ერთსულოვანი იყო უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა”,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, სოზარ სუბარმა პარტიის ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა. “ირაკლი ღარიბაშვილი არის პარტიის დამფუძნებელი, პირველი წუთიდან, როდესაც დაიწყო “ქართული ოცნების” ფორმირება და ჩამოყალიბება, ის ერთ-ერთი თანამებრძოლი იყო გუნდში. შემდეგ იყო მთავრობის წევრი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, ორივეგან გაატარა სერიოზული რეფორმები. მის სახელს უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, თავდაცვის მინისტრობისას მან ეს ხაზი გააგრძელა ნატოსთან მეტი ინტეგრაციის მიმართულებით, ძალიან გამოცდილი ადამიანი, გამოცდილი გუნდის წევრია, საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია გუნდის ძველ და ერთგულ წევრებში, ისევე როგორც ერთსულოვანი იყო უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა”,-განაცხადა სოზარ სუბარმა. კითხვაზე, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია პრემიერ-მინისტობის კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირებით, სუბარი დასძენს: “ვისაც არ გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში კიდევ დიდხანს იტრიალებს მისი აჩრდილი თქვენს თავზე. თუმცა, ოპოზიციას მინდა მოვუწოდო, დავამშვიდო, მათი სიხარული და ეიფორია ხანმოკლე აღმოჩნდა. ახლა მათთან მექნება მოწოდება. დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ნორმალური წინადადებებით, შემოვიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა, ნუ გაუქარწყლებენ ბოლონდე ნდობას ამომრჩეველს. დაემორჩილონ კანონს, კანონზე მაღლა ვერ დადგება ვერავინ და ვერანაირი ძალადობა და რევოლუცია ვერ მოხდება, ამას შეეგუონ. მესამე მოწოდება მექნება მათი ლიდერის მიმართ, რომელიც ქვეყნის გარეთაა, გარდაუვალია, საბოლოოდ სამართალი აღსრულდება, რაც უფრო მალე ჩამოვა და დროზე მოიხდის სასჯელს, მით უკეთესი იქნება მისთვის, არ არის სასიამოვნო ასაკში იჯდეს ადამიანი ციხეში”,- განაცხადა სუბარმა....
წყარო

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 4 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ