მელია ღარიბაშვილის კანდიდატურაზე: შემიძლია დავიფიცო, დამთავრებულია "ქართული ოცნება“

დამთავრებულია „ქართული ოცნება“, განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელების კომენტირებისას. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება. “ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად",- განაცხადა ნიკა მელიამ, რომლის თქმითაც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი როგორც ბავშვი ისე გაუშვა თანამდებობიდან და მერე ისევ დააბრუნა. ნიკა მელიას თქმით, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალია და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ღარიბაშვილს პრემიერის თანამდებობა ეკავა 2013-2015 წლებში. გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში კი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ დღეს, 18 თებერვალს, მიიღო. გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად დაასახელ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ