უკრაინაში პატივს მიაგებენ „ღირსების რევოლუციის“ დროს სისხლიანი შეტაკების მსხვერპლთა ხსოვნას

უკრაინაში გავიდა 7 წელი იმ დღიდან, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად კიევის ცენტრში „ღირსების რევოლუციის“ 48 წევრი დაიღუპა. სისხლიანი მოვლენების შემდეგ უკრიანის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორი იანუკოვიჩი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჯერ კიევი, შემდეგ კი უკრაინიდან რუსეთში გაქცევით ეშველა საკუთარი თავისათვის. 18 თებერვალს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, გვირვინებით შეამკო „ზეციური ასეულის“ მონუმენტი. დღეს და მომდევნო დღეებში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ უკრიანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც. „ბრძოლის თითოეული დღე 2013 შემოდგომიდან ვიდრე 2014 წლის თებერვლამდე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა გვიჭირდეს დღეს, ჩვენ არასოდეს არ ვუღალატებთ იმ იდეალებს და პრინციპებს, რისთვისაც მაიდანზე ვიბრძოდით“, - განაცხადა კლიჩკომ. მაიდნის საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო. მოგვიანებით ამ გამოსვლებს „ღირსების რევოლუცია“ ეწოდა. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ მას, დაპირებისამებრ, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. 2014 წლის 20 თებერვალი უკრაინის ისტორიაში შევიდა როგორც ე.წ. „ზეციური ასეულის“ დახვრეტის დღე, სისხლიანი კულმინაცია კიევის ცენტრში, „მაიდან ნეზალოეჟნოსტიზე“, სადაც დემონსტრანტებისა და უშიშროების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო გამოსვლების შედეგად შეიცვალა ხელისუფლება. პრორუსული ვიქტორ იანუკოვიჩის გაძევების შემდეგ მოსულმა უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, რომლის დროსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისგებაში მიეცა სულ მცირე 200 კაცი, ხოლო თავად იანუკოვიჩი დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სახელმწიფო ღალატისა და ანტისამთავრობო დემონსტრაციის სასტიკი ჩახშობისათვის. ...
წყარო

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 16 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 20 საათის წინ