Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია

Pfizer- ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ვირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული. სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს 7 214 თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში კოვიდ 19-ით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო. Sheba Medical Center-ის ეპიდემიოლოგმა, გილი რეგევ-იოჩაიმ განმარტა, რომ ადამიანები, რომლებზეც საავადმყოფოში კვლევა ჩაატარეს, ძირითადად ახალგაზრდები და ჯანმრთელები იყვნენ. „ჩვენ 65 წელს გადაცილებული ბევრი თანამშრომელი არ გვყავს“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა. Sheba Medical Center-ის კვლევის შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდება. Pfizer– მა მონაცემებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის განმარტებით, ვაქცინის რეალურ ეფექტურობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, Pfizer-ი საკუთარ ანალიზს ატარებს....
წყარო

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 22 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 4 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ