მოლაპარაკებების გაგრძელება რიგგარეშე არჩევნებზე

მმართველ გუნდში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ოპოზიციის გეგმები კვლავ უცვლელი რჩება. მათი თქმით, ისინი მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით აპირებენ დაიცვან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ამასთანავე მათ მთავარ მოთხოვნას კვლავ რიგგარეშე არჩევნები წარმოადგენს. ოპოზიციური სპექტრი ასევე მოლაპარაკებების აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შემხვედრი ნაბიჯები “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადადგას. “ჩვენ რაღაცა ხუშტურების დონეზე და სიტუაციურად არ გვქონია მოთხოვნები, კრიზისის განმუხტვა ნებისმიერ მეტ-ნაკლებად  ცივილიზებულ ქვეყანაში, მით უმეტეს საპარლამენტო რესპუბლიკაში, არის არჩევნები. ჩვენი გეგმაა მშვიდობიანი, კონსტიტუციის ჩარჩოებში არაძალადობრივი პროტესტი, ჯანჭყარი ამ რეჟიმის,”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ უკვე გააკეთა მოწოდება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომლის მთავარი თემებიც რიგგარეშე არჩევნები, პოლიტიკური დევნის დასრულება და ახალი საარჩევნო სისტემა უნდა იყოს: “ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს იმ ადამიანებში, ვინც ახლა მართავენ “ქართულ ოცნებას”, რომ ეს კრიზისი იყოს განმუხტული დიალოგის გზით. თუ მანამდე გადაწყვეტენ, რომ ძალა გამოიყენონ, ოფისში შევარდნენ და იქ ხალხი დაასისხლიანონ და ა.შ, ჩვენი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა, ამისთვის ვართ მზად და სწორედ ამიტომ ვართ იქ,”- განაცხადა სერგი კაპანაძემ. “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება რომ სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და დამთავრდეს ყველა პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმე: “აუცილებელია, გავაგრძელოთ ოპოზიციამ ერთობლივი მშვიდობიანი ძალისხმევა, რომ “ქართულ ოცნებას” ერთხელ და სამუდამოდ გავაგებინოთ, რომ პოლიტიკური შეთანხმების გარეშე პოლიტიკური კრიზისი არ იქნება განმუხტული,”- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. “სტრატეგია აღმაშენებელში” აცხადებენ, რომ მათი ერთადერთი მოწოდება და გეგმა მოლაპარაკებების გაგრძელებაა. რაც შეეხება “გირჩს“, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ისინი დისტანცირება ირჩევენ როგორც “ქართული ოცნებისგან”, ასევე “ნაციონალური მოძრაობისგანაც“....
წყარო

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Diko

თბილისი
  • 10 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ