ნიკა მელიას საქმის დროებით შეჩერებას მმართველი გუნდი დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებენ რომ განჩინება აუცილებლად უნდა აღსრულდეს

ნიკა მელიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღსრულების დროებით შეჩერებას მმართველი გუნდი დადებითად აფასებს. მათი განცხადებით, ეს მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება. “თეორიულად დღესაც შესაძლებელია აღსრულების განხორციელება, მაგრამ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, იმ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე რომელიც საქართველოში ვითარდება, იმის გამო რომ პრემიერ-მინისტრი გადადგა, ასევე იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ამ კუთხით არსებობს, რა თქმა უნდა შსს-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო,” – აცხადებს  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი. “ქართული ოცნების” წევრების განცხადებით სასამართლოს განჩინება აუცილებლად უნდა აღსრულდეს და თუ რა ფორმები იქნება შერჩეული თავად სამინისტრო გადაწყვეტს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესა და მის მხარდამჭერებს სამართალდამცავებს წინააღმდეგობა არ გაუწიონ. მისივე თქმით, ხელის შეშლის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებები იქნება განხორციელებული. “სასამართლოს აქტები ყველასთვის არის სავალდებულო, შესაბამისად სასამართლოს აქტი უნდა აღსრულდეს, რა ღონისძიებები იქნება გამოყენებული კონკრეტულად, ამის აღსასრულებლად, როგორი იქნება ფორმები, პროცედურები ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება უშუალოდ ადგილზე შექმნილ ვითარებაზე. იმედი მაქვს, რომ ადამიანები.რომელთაც მიემართებათ ეს გადაწყვეტილება ხელს არ შეუძლიან ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, თუ ადგილი ექნა ასეთ ხელშეშლას ესეც უკანონო აქტი იქნება და შესაბამისად არსებობს მექანიზმები ასეთი ხელშეშლის გასანეიტრალებლად,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ....
წყარო

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 20 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 23 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 5 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 23 საათის წინ