ზურაბიშვილი იმედოვნებს, პრემიერობის კანდიდატი შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას

პოლიტიკურ პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას. ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ზურაბიშვილი იუწყება, რომ დღეს, 18 თებერვალს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განიხილა შექმნილი ვითარება. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც, მისი შეფასებით, პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი. სალომე ზურაბიშვილი მზად არის ყველა ფორმის დიალოგს მხარი დაუჭიროს, თუმცა დარწმუნებულია, რომ „დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს". პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია. „მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება. ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - ვკითხულობთ განცხადებაში. პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში ნიკა მელიას დაპატიმრების საფრთხემ გაამწვავა 17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატუ...
წყარო

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ