აშშ 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს პროგრამა COVAX-ს
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს პროგრამა COVAX-ს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექმნა დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე თანაბრად ხელმისაწვდომობის მიზნით.
აშშ-ის პრეზიდენტი პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა დღევანდელ სამიტზე, რომელიც პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდება. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პანდემიას მარტო ვერ გაუმკლავდება ვერცერთი ქვეყანა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, COVAX-ი ოთხ მილიარდ დოლარს 2021-2022 წლებში მიიღებს. ამ პროგრამის მეშვეობით ვაქცინებს ელოდება არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო.
...