აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისი მოქმედებისკენ

აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო პოლიტიკური მოვლენების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, ყველა მხარეს მოუწოდებენ, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებას, ან რიტორიკას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია, ან ძალადობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საკუთარი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლების და კანონის უზენაესობის ვალდებულება სასამართლოს და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლების გზით, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო საქართველოს და მის კეთილდღეობას და პარტნიორ საქართველოსთან გააგრძელებს მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად. 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. ასევე ნახეთ გიორგი გახარია პრემიერობიდან გადადგა გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. ასევე ნახეთ შსს-ს გამომძიებლები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ შეუშვეს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლპარაკება. ასევე ნახეთ მელია: მივუსხდეთ მაგიდას რეჟიმის წარმომადგენლებთან ახალ არჩევნებთან დაკავშირებით 18 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა პარტიის პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მან განაცხადა, მალე აღადგენენ წესრიგს და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. ...
წყარო

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 8 საათის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ