ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

ამერიკელი კონგრესმენი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერი კონოლი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. კონოლის განცხადებით, ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის დაძლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. три ჯერი კონოლის განცხადებაში, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ხაზგასმულია ბოლო მოვლენები - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა და სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდება და ამ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ. კონოლი აღნიშნავს, რომ ის, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, პოლიტიკურ კრიზისს შეშფოთებით აკვირდება და ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, აიღონ ვალდებულება, რათა კრიზისი და ღრმა უთანხმოება დაუყოვნებლივ მოგვარდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებებით. კონოლის შეფასებით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება უპირისპირდება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში შემავალი სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას. რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, სულ რაღაც ათი დღის წინ, კონგრესს ისევ წარუდგინა საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი, რომელიც აჩვენებს საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის ფონზე. მაგრამ ასევე, ხაზგასმულია საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, სახელმწიფო სექტორის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის და კორუფციასთან ბრძოლის ჩათვლით. ჯერი კონოლი აღნიშნავს, რომ გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის დაძლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ამის მიღწევა კი შესაძლებელია უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობისთვის აუცილებელი პირობების შექმნით. კონოლის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის ამ საქმეში საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს: "საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატოს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან არსებული ავტოკრატიების წინააღმდეგ". ასევე ნახეთ აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისი მოქმედებისკენ 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახა...
წყარო

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Anka

თბილისი
  • 5 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ