თბილისში კორონავირუსის 182 შემთხვევა დაფიქსირდა, რეგიონებში გაცილებით ნაკლები
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისიდანაა, გაცილებით ნაკლებია რეგიონებში მაჩვენებელი. ქვეყანაში 16 391 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,37 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
თბილისი - 182,
აჭარა - 10,
იმერეთი - 52,
ქვემო ქართლი - 21,
შიდა ქართლი - 29,
გურია - 25,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27,
კახეთი - 25,
მცხეთა-მთიანეთი - 6,
სამცხე-ჯავახეთი - 4,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ასევე ნახეთ
საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი. ამავე პერიოდში 331-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 267 701 შემთხვევა. მათგან 260 597 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3406 ადამიანი.
...