არმაზ ახვლედიანი: ჩვენი უმთავრესი ტრაგედია, რაც ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს გაიფურჩქნა, არის შიში

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, არმაზ ახვლედიანის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ამოცანა პირველი პრემიერობის პერიოდში ოპონენტების „ჩაწიხვლა“ და საყოველთაო შიშის ატმოსფეროს შექმნა იყო. რადიო თავისუფლების დილის საუბრებში არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მისია არც ამჯერად შეცვლილა: „ჩვენი უმთავრესი ტრაგედია, რაც ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს გაიფურჩქნა არის შიში, შიში, შიში. ოპონენტებმა შეიძლება მითხრან, მანამდე არ იყოვო? მანამდე რომ იყო ვიცით, რომ იყო და მეზიზღებოდა ის პოლიტიკური სისტემა, ეს ხომ ვიცი და ვიცი, მაგრამ შენ რომ პრემიერ-მინისტრი გახდი ღარიბაშვილი და შენი მთავარი ამოცანა 2013-ში ივანიშვილის პრემიერობის შემდეგ ის რომ იყო, როგორმე ჩაგეწიხლა ოპონენტი, როგორმე შეგექმნა ამ საყოველთაო შიშის, დაბეზღების ატმოსფერო და მოახერხე კიდეც და ახლა ბრუნდები, სიახლით ბრუნდები? სიკეთით ბრუნდები? არა, რა თქმა უნდა. შენ ბრუნდები სწორედ იმიტომ, რომ გახარიას ნახევარზომები არ მოეწონა ივანიშვილს და ჩათვალა, რომ ახლა მერყეობის, ნელთბილობის დრო არ არის. ახლა საჭიროა გადამწყვეტი შეტევა ოპონენტებზე, მაქსიმალურად დაშინება და წნეხში ყოფნა საზოგადოებისა. მოდით დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მართვის კვაზი-საბჭოთა მეთოდები აქვს: "უნდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც კარგად ვიცნობ, რომ მონები არა ვართ ჩვენ. მონობა ისაა, როდესაც შენ გინდა მონურ საქართველოში ცხოვრება და საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე კვლავ საბჭოთა მეთოდებით მართავ ქვეყანას. კვაზი საბჭოთა მეთოდებით რა თქმა უნდა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან შეაფასა ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობების პოტენციალი და განაცხადა, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაძლებლობა არ რჩება. „პრაქტიკულად არ რჩება შესაძლებლობა კონსტრუქციული დიალოგისთვის, საუბედუროდ ეს ასეა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი ამისთვის არ არის მივლენილი კვლავ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა. 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლპარაკება. 18 თებერვალსვე, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა პარტიის პოლიტიკური მდივანი...
წყარო

Vika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nitaa

თბილისი
  • 22 დღის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 18 წუთის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ