აშშ-მა სანქციები დაუწესა ბელარუსის რეჟიმის 43 წარმომადგენელს „დემოკრატიის ძირის გამოთხრისათვის“

აშშ-მა სანქციები დაუწესა ბელარუსის რეჟიმის 43 წარმომადგენელს, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეყანაში „დემოკრატიის ძირის გამოთხრასა“ და ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში. 18 თებერვლის განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია ავტოკრატი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების მხრიდან „ჟურნალისტების, დემოკრატიისათვის მებრძოლი აქტივისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და რეპრესიების“ გამო. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 16 თებერვალს ბელარუსში სამართალდამცველებმა მასობრივი რეიდები და ჩხრეკა ჩაატარეს ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის, უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვიასნასა“ და ათობით აქტივისტისა და მედიის წარმომადგენლის ბინებსა და სამუშაო ოფისებში. ხოლო 18 თებერვალს სასამართლომ ორ-ორი წლით პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტებს კატერინა ანდრეევასა და დარია ჩულცოვას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ქვეშ მოექცა 43 პირი, მათ შორის არის ბელარუსის სამართალდამცველი სტრუქტურების, სპეცსამსახურების, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი. მათ ძირითადად დაუწესდებათ სავიზო შეზღუდვები და აეკრძალებათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა. „ჩვენ ვდგავართ მამაცი ბელარუსი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მის უფლებას, მიაღწიოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 9 აგვისტოდან მოყოლებული ბელარუსში რეჟიმის ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები განაგრძობენ საპროტესტო გამოსვლებს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის, რეპრესიების შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. თითქმის 9 თვის განმავლობაში ბელარუსში საპროტესტო აქციების მონაწილეთა, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი შტაბების თანამშრომელთა მიმართ, ჯამში, 1800-მდე საქმე აღიძრა. ...
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 9 საათის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 13 საათის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ