ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ადა მარშანიას „პატრიოტთა ალიანსიდან“ გასვლის მიზეზი პოზიციათა შორის არსებული მზარდი განსხვავება გახდა.
три
ადა მარშანია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. იგი იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ადა მარშანია ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.
...