ოპოზიცია აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაცვით სამოქალაქო მშვიდობას და თავისუფლებას იცავს

პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია კიდევ ერთხელ მოითხოვს მოლაპარაკებებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. „საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია, დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას. ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ და რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა. три ოპოზიციური პარტია აღნიშნავს, რომ აშშ და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ: „ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მოვუწოდებთ, "ქართულ ოცნებას" არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ. ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით“. 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. ასევე ნახეთ აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისი მოქმედებისკენ გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ „ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ასევე ნახეთ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ თავიდან აიცილონ ესკალაცია 18 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა პარტიის პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 12 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 4 თვის წინ