სვიატლანა ციხანოუსკაიამ ბრალდების პასუხად განაცხადა, „რომ მისი დაბრუნება ბელარუსში არაფერს შეცვლის“

დევნილობაში მყოფი ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ მისი დაბრუნება „ბელარუსში არაფერს შეცვლის“, მაშინ როცა, უცხოეთში ყოფნით შესაძლებელია ბრძოლა და ქვეყანაში შექმნილი „პრობლემებისადმი“ საერთაშორისო საზოგადოების „ყურადღების მიპყრობა“. სვიატლანა ციხანოუსკაიამ ასე უპასუხა რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივ რუსულენოვან სატელევიზიო პროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, რომ იგი უცხოეთში იმყოფება იმ დროს, როცა მის სამშობლოში ალიაქსანდრ ლუკაშენკასადმი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სდევნიან. „ადამიანები არ დანებდნენ და ადამიანები არ დანებდებიან. როგორც ამბობენ, ყველას ვერ ჩასვამენ. მესმის, რომ ადამიანები ციხეებში იმყოფებიან, ადამიანები იტანჯებიან. მაგრამ მათ ვერავინ წაართმევს შინაგან თავისუფლებას და ცვლილების სურვილს. და ეს ადამიანები იბრძოლებენ მანამ, სანამ ხელისუფლება არ წამოვა მოლაპარაკებებზე, რომ ჩატარდეს ახალი, პატიოსანი არჩევნები“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია ცხოვრობს ლიეტუვაში, სადაც უსაფრთხოების მოსაზრებებით წავიდა ბელარუსიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს. ბელარუსის ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა 9 აგვისტოს არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც ზედიზედ მეექვსედ გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. 31 იანვარს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნეუსედამ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია და „მთელი ბელარუსელი ხალხი“ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ნობელის კომიტეტში გამარჯვებულს ნოემბერში გამოაცხადებენ. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 22 წუთის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 7 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 2 საათის წინ