ბელარუსმა პოლიტპატიმარმა მიხაილ ჟემჩუჟნიმ საპატიმრო დატოვა მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ

ცნობილმა ბელარუსმა პოლიტპატიმარმა, მიხაილ ჟემჩუჟნიმ, 19 თებერვალს დატოვა მკაცრი რეჟიმის კოლონია, რომელშიც მსჯავრდებული 2017 წლის 13 ივლისიდან იმყოფებოდა. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და არაერთი სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორი, 66 წლის ჟემჩუჟნი, პირველად 2007 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს „სამსახურებრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობის“ მუხლით. პატიმრობის პირველი ვადის მოხდის შემდეგ, 2012 წელს იგი გაწევრიანდა ორგანიზაცია „პლატფორმაში“, სადაც დაკავებული იყო ბელარუსში აღკვეთის ადგილებში არსებული ვითარების შესახებ ცნობების შეგროვებით. მიხაილ შემჩუჟნი ხელმეორედ უკვე 2014 წლის აგვისტოში დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს სამსახურებრივ საიდუმლოდ მიჩნეული ცნობების განზრახ გავრცელება და ქრთამის მიცემა, ასეთი ცნობების ფარული გზით მოსაპოვებლად. 2015 წელს სასამართლომ ჟემჩუჟნი დამნაშავედ ცნო და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. საკასაციო სარჩელის განხილვის შემდეგ კი მსჯავრდებულს კიდევ ნახევარი წლით პატიმრობა დაუმატეს. 2015 წლის დეკემბერში ბელარუსის წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მიხაილ ჟემჩუჟნი პოლიტპატიმრად ცნეს. ...
წყარო

Elza

თბილისი
  • 16 წუთის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 11 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 21 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 7 დღის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ