აშშ ოფიციალურად დაუბრუნდა პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულებას

აშშ ოფიციალურად კვლავ შეუერთდა პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულებას. ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების პირველ დღეს განუცხადა გაეროს, რომ აშშ-ს სურდა ხელშეკრულებას დაბრუნებოდა. კლიმატის ხელშეკრულებაში მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის დაბრუნებას 19 თებერვალს თბილად შეხვდნენ მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები. ახლა ყურადღება მიპყრობილია აშშ-ის გეგმებისკენ, შეამციროს სათბურის აირების გამოყოფა გლობალური დათბობის პროცესის შესანელებლად. აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილი კლიმატის საკითხებში, ჯონ კერი მომხდარს აღნიშნავს გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან ერთად. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2017 წელს განაცხადა, რომ ვაშინგტონი პაქტიდან გავა, რადგან ის ეკონომიკურ ზარალს მოიტანს. აშშ-მა პარიზის ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა 2020 წლის 4 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს. ამ არჩევნების შედეგად ტრამპი ბაიდენმა შეცვალა. შემდეგ აშშ აგრძელებდა სათბურის აირების ატმოსფეროში გავრცელების შემცირებას, თუმცა ფედერალური მთავრობის გარეშე. ხელშეკრულებაში კვლავ დაბრუნება მიიჩნევა შესაძლებლობად, კლიმატის ცვლილებების მიმართ ქვეყანაში უფრო ერთიანი მიდგომა შეიმუშაონ. ...
წყარო
  • NEW

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ