როცა აშშ-ის სანქციები გაუქმდება, ირანი შეწყვეტს ბირთვული შეთანხმების დარღვევას

ირანმა განაცხადა, რომ „დაუყოვნებლივ შეწყვეტს“ თავის მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, როცა აშშ გააუქმებს სანქციებს მის მიმართ. ირანის პირობა მოჰყვა აშშ-ის განცხადებას, რომ სურს კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა 2018 წელს და რის შემდეგად ირანს კვლავ დაუწესეს მკაცრი ეკონომიკური სანქციები. როცა სანქციები მოიხსნება, „ჩვენ დაუყოვნებლივ გავაუქმებთ არსებულ ზომებს“, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა, ტვიტერით 18 თებერვალს. ეს კომენტარი მოჰყვა ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ მზად არის შეხვდეს ირანს მისი ბირთვული პროგრამის გარშემო მოსალაპარაკებლად. ახალმა ადმინისტრაციამ ვაშინგტონში შერიგების დიპლომატიური ჟესტის სახით შეარბილა გაეროში აკრედიტებული ირანელი დიპლომატების გადაადგილების „განსაკუთრებული შეზღუდვები“. ვაშინგტონმა ამავე დროს ამცნო გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ უკან მიაქვს 2020 წლის სექტემბერს, მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნა, კვლავ აემოქმედებინა ირანისთვის გაეროს მიერ ადრე დაწესებული ყველა სანქცია იმ მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ჩაწერილია გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 2231-ე რეზოლუციაში, რასაც დაეფუძნა ბირთვული შეთანხმება ირანთან. 19 თებერვალს სააგენტო როიტერსი იტყობინებოდა მაღალი თანამდებობის ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით, რომ თეირანი განიხილავს ვაშინგტონის წინადადებას შეთანხმების აღდგენის შესახებ. ...
წყარო

Vika

ბათუმი
  • 17 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 10 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ