გიორგი გაბუნიას საქმეზე 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მაგომედ გუციევს (ვასამბეკ ბოკოვს) 

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა მაგომედ გუციევს (ვასამბეკ ბოკოვს). როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მაგომედ გუციევი დამნაშავედ ცნო. განცხადების თანახმად, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მაგომედ გუციევმა, ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში ყალბ დოკუმენტებს იყენებდა. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 13 ივნისამდე პერიოდში მაგომედ გუციევი სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა გიორგი გაბუნიას და მის შესახებ პირად ინფორმაციას მოიპოვებდა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი გაბუნია დაზარალებულად იყო ცნობილი. 22 იანვარს სასამართლო პროცესზე მისულმა გიორგი გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ თავის პოტენციურ მკვლელს ჩახედა თვალებში. „როდესაც პუტინიდან მოდის და როცა დაკვეთა კრემლიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი ამით დასრულდა“, - თქვა გაბუნიამ. გაბუნიას შესაძლო დაგეგმილი ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. მაშინ გიორგი გაბუნია „რუსთავი 2“-ში მუშაობდა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმი“ მიჰყავდა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს". მაგომედ გუციევი დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ