ნინო ბურჯანაძე: სალომე ზურაბიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც თვითონ რამეს გადაწყვეტს

სალომე ზურაბიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც თვითონ რამეს გადაწყვეტს – სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა თოჯინა ივანიშვილის ხელში და მისთვის გაცილებით მეტი აღმოჩნდა პრეზიდენტის სავარძელში კომფორტულად ყოფნა, ვიდრე თავმოყვარეობა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. „სალომე ზურაბიშვილს არანაირი მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონია, რაც უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ის გააკეთა. უთხრა ბიძინა ივანიშვილმა, რომ შეიწყალე უგულავა და ოქრუაშვილი და არ შეიწყალო გიორგი რურუაო და ასეც მოიქცა. სახელს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა – ახლა, ვითომ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მოხდება, რაც მოხდება და ღარიბაშვილის როლია ეს თუ ივანიშვილის?! – ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც განკარგავს აბსოლუტურად ყველაფერს. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა თოჯინა ივანიშვილის ხელში. მისთვის გაცილებით მეტი აღმოჩნდა პრეზიდენტის სავარძელში კომფორტულად ყოფნა, ვიდრე თავმოყვარეობა, თორემ ნამდვილად შეეძლო პრეზიდენტს აქამდეც არ მისულიყო საქმე და გაცილებით აქტიური როლი ეთამაშა. ქალი ქვეყნის პრეზიდენტია და არჩევნების დროს უშბაზე თუ ხვამლზე იყო წასული სასეირნოდ და ერთი განცხადება არ გაუკეტებია ობიექტურობასთან მიახლოებული, ამიტომ არ ვაპირებ ზურაბიშვილზე სერიოზულად ლაპარაკს. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყევტილება მიიღოს ივანიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც თვითონ რამეს გადაწყვეტს, ჩვენ გვჭირდება ლაპარაკი იმ ფიგურებთან, ვისაც შეუძლია გადაწყვიტოს ან ივანიშვილთან ამბავი მაინც მიიტანოს, მათ შორის, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილთან. შევარდნაძესაც ვერ წარმოედგინა 22 ნოემბერს, რომ 23 ნოემბერს სახლში წასვლა მოუწევდა, მაგრამ მოუწია და ახლა ცოტათი ირაკლი ღარიბაშვილზე უფრო გამჭრიახი იყო ედუარდ შევარდნაძე“, – განაცხადა ბურჯანაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი”....
წყარო

Lola

თბილისი
  • 17 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ