მაია ცქიტიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა, ოჯახში დაბრუნების საშუალება მიეცა

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა, რომ ის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება თავისი სურვილით. მან ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა დაფასებისთვის, აღნიშნა, რომ მასთან 15-წლიანი ნაცნობობა და საერთო საქმე აკავშირებს, ამიტომ ბოროტად სარგებლობს ნაცნობობით და სთხოვს მიეცეს საშუალება, თავის ოჯახს დაუბრუნდეს. „გულწრფელად ვთხოვე, მოეცა საშუალება, რომ მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან, შესაბამისად, ის 9-წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების, ძალიან საინტერესო, ძალიან დატვირთული, დავასრულო ამით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას, რომელთან ერთადაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა ვიცე-პრემიერის პოზიციაზე, მან ასევე მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. „მთელი ამ დროის განმავლობაში მე ვიზიარებდი „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და მე დღეს, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ ფასეულობების ერთგული და ვიქნები იმ ხალხის გულშემატკივარი, ვინც ასე კარგად აკეთებს თავის საქმეს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა მედიას და იქვე აღნიშნა, რომ სურს ისარგებლოს პოლიტიკიდან წასული ადამიანის ფუფუნებით და აღარ იყოს რესპონდენტი. მაია ცქიტიშვილს „მისი ერთგული და არაჩვეულებრივი სამსახურისთვის“ მადლობა გადაუხადა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მაია ცქიტიშვილი 9 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას და „5 პრემიერ-მინისტრის მთავრობას“. მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარედგინა. მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტებში 20-21 თებერვალს მოუსმენენ. 22 თებერვალს პრემიერობის კანდიდატი და კაბინეტი პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. სამთავრობო გუნდში ცვლილებები განაპირობა პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომამ. გადაწყვეტილების მიზეზად მან დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 2 წუთის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 2 წუთის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ