ირაკლი კობახიძე დააჯილდოვეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დააჯილდოვეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით. ამ ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით. „ეს იქნება სიმბოლური, მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილის, რაც მან [ირაკლი კობახიძემ] შეიტანა კონსტიტუციის, შესაბამისად, დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე. ჯილდო თანხის გადაცემასაც ითვალისწინებს, რომელსაც კობახიძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს. თალაკვაძემ ვრცლად ილაპარაკა ირაკლი კობახიძის დამსახურების შესახებ. „მან განუზომლად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. ის პირადად, როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა საკონსტიტუციო რეფორმას. ეს გახლავთ რეფორმა, რომლის გატარებაც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევის პარლამენტში სცადა, რომ გაეტარებინა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს წინა შემთხვევებში ვერ მოხერხდა. ირაკლი კობახიძემ შეძლო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის მხარდაჭერით ამ რეფორმის წარმატებით მხარდაჭერა“, - ამბობს არჩილ თალაკვაძე. მე-9 მოწვევის პარლამენტში ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ე.წ. გავრილოვის ღამეს საპროტესტო დემონსტრაციის დაშლის შემდეგ, 2019 წლის 21 ივლისს გადადგა. პოლიციის მოქმედების შედეგად დაშავდნენ აქციის მონაწილეთა ნაწილი და ჟურნალისტები. ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა, თვალი დაკარგა. 2019 წლის 20 ივნისს თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. მე-10 მოწვევის პარლამენტში კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია. პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლის შემდეგ ის პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ აირჩიეს. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 9 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 9 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 5 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 დღის წინ