საია და GDI მოუწოდებენ შსს-ს პატივი სცეს ტროტუარზე კარავის მეშვეობით შეკრების უფლებას

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა უფლება გაეშალათ კარავი, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქტივისტები დააკავა. საია განმარტავს კანონს, რომელიც კარვის გაშლის საკითხს უკავშირდება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/დასაგნებით გადაკეტვა.“ ლევან ხაბეიშვილი: ორი კარავი მოიპარა ქურდბაცაცა პოლიციამ საია-ს შეფასებით, „ეს ნორმა კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ან/და შენობის შესასვლელის ბლოკირებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვის ტროტუარზე ანუ ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას. ტროტუარზე კარვის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ როგორც „პარტიზანი მებაღეების“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაადგინა, წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს". „პარტიზანი მებაღეების“ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტროტუარზე კარვის დადგმის აკრძალვა დასაშვებად მიიჩნია მხოლოდ, მაშინ, თუკი ამით ხდება ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზება ან მისი ნორმალური საქმიანობისათვის ხელის შეშლა. „გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე, სადაც ეს ქმედება არ იკრძალება. კარვის დადგმა განპირობებული იყო ცივ ამინდში მშვიდობიანი შეკრების გაგრძელების მიზნით. ამგვარად, არ არსებობს პოლიციის მიერ კარვის განთავსების აკრძალვით შეკრების ჩატარების შეზღუდვის აუცილებლობა", - ნათქვამია განცხადებაში. საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პატივი სცეს ადამიანის უფლებას - მშვიდობიანი შეკრება განახორციელოს ტროტუარზე კარვის განთავსების გზით. ასევე, მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. არასამთავრობო ორგანიზაცია GDI აცხადებს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დაკავების ფაქტი. „ვრცელდება ასევე ინფორმაცია დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ცალსახად აძლევს უფლებას ყველა ადამიანს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ და გამოხატონ პროტესტი, მათ შორის, კარვის გაშლის გზით, თუკი ეს არ აფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას...
წყარო

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 13 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ