სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევაა
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში დადასტურდა 170 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 59, ქვემო
ქართლი - 11, შიდა ქართლი - 41, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 27, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 580,
საიდანაც: 1 769 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 766, აჭარაში - 200, იმერეთში - 401.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 349 პირი. აქედან, თბილისში - 127, აჭარაში
- 40, იმერეთში - 108.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 მოქალაქე. მათგან თბილისში
- 63, აჭარაში- 9, იმერეთში - 12.
228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. მათ შორის 123 -
თბილისში, 90 - აჭარაში, 14 - იმერეთში.
1 583 პირი ვირუსს სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 281 ადამიანი. თბილისში - 98,
ხოლო აჭარაში - 45.
სულ 6 ოქტომბრიდან 19 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 981 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 875 ადამიანი. მათ შორის
თბილისში - 4 983 პირი, აჭარაში - 569, იმერეთში - 1 043....