ჯო ბაიდენი მოკავშირეებს თავისუფლების დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვაში მოკავშირეები გააფრთხილა, რომ მსოფლიო დემოკრატიასა და ავტოკრატიული ფასეულობებს შორის იდეოლოგიური ბრძოლის „შემობრუნების წერტილშია“ და მოუწოდა მათ გაერთიანდნენ თავისუფლების დასაცავად. ბაიდენის სიტყვებით, „ ისტორიკოსები გამოიკვლევენ და დაწერენ ამ მომენტის შესახებ. მჯერა მთელი არსებით, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს“. ბაიდენი რუსეთის თემას შეეხო და განაცხადა, რომ კრემლი უტევს ამერიკის დემოკრატიას და იყენებს კორუფციას, რათა ძირი გამოუთხაროს მართვის ჩვენეულ სისტემას. „რუსეთის ლიდერებს სურთ, რომ ხალხმა იფიქროს, თითქოს ჩვენი სისტემა უფრო კორუმპირებულია, ვიდრე მათი. მაგრამ მსოფლიომ, რუსეთის მოქალაქეების ჩათვლით, იცის, რომ ეს ასე არაა“, თქვა ბაიდენმა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება ხოლმე და მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს ქვეყნების უსაფრთხოების სფეროს და სამხედრო ლიდერები. ბაიდენის ეს გამოსვლა პირველი მიმართვა იყო საერთაშორისო პუბლიკისადმი იანვარში ინაუგურაციის შემდეგ. წლევანდელი კონფერენცია პანდემიის გამო ონლაინ იმართება. ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დემოკრატიის დაცვა მისი საგარეო პოლიტიკის საკვანძო ნაწილი იქნება და ის უარყოფს წინა მთავრობის, ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომას, რომელსაც ავტორიტარულ ლიდერებთან დაახლოებაში ადანაშაულებდნენ. ნატოსთან დაკავშირებით ბაიდენმა თქვა, რომ ის და აშშ ერთგული დარჩებიან ალიანსის მეხუთე პარაგრაფისა, ესაა გარანტია, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და განმარტა: „ერთზე თავდასხმა, ყველაზე თავდასხმაა. ეს ჩვენი ურყევი აღთქმაა“. ნატოსა და ევროკავშირის მიმართ რუსეთის დამოკიდებულებაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ესწრაფვის შეასუსტოს ევროპული პროექტი და ნატოს ალიანსი. ბაიდენის თანახმად, რუსეთისთვის უფრო იოლია ცალკეული ქვეყნების დაჩაგვრა, ვიდრე ძლიერი მტკიცედ ერთიანი ტრანსატლანტიკურ კავშირთან მოლაპარაკება. „ამიტომაა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ევროპისა და აშშ-თვის მნიშვნელოვანი საზრუნავი“. ბოლო წლებში დემოკრატიიდან უკან დახევა მოხდა არაერთ ქვეყნაში, მათ შორის პოლონეთსა და უნგრეთში, ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოებში. ბაიდენმა ეს ქვეყნები თავის ადრინდელ გამოსვლებშიც გამოყო. ბაიდენის ადმინისტრაცია შორს იჭერს ტრამპის პერიოდის პოლიტიკისაგან - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რომელიც ესწრაფვოდა აშშ-ისთვის უკეთესი პირობების შექმნას ვაჭრობასა და თავდაცვაში. ბაიდენის სიტყვა შეიცავს ასევე პარტნიორული ურთიერთობების შენფასებას: „ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები გრძელდებოდა და იზრდებოდა წლების მანძილზე, რადგან მას ფესვები აქვს ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 16 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ