ლიეტუვის სეიმის წევრი "ნაციონალურ მოძრაობაში" შეხვედრებს მართავს

​ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი "ნაციონალურ მოძრაობაში" შეხვედრას მართავს. ის პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. კონკრეტულად რომელ ლიდერებთან იმართება შეხვედრა უცნობია. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა. პავილიონისმა შეხვედრის გამართვამდე სააგენტო BNS-ს უთხრა, რომ საქართველოში მეგობრები ორივე მხარეს ჰყავს და წინა მოწვევის სეიმში საქართველოს მეგობართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა: "დავსხდებით ერთ მხარესთან, მეორესთან, შევეცდებით ვიპოვოთ გამოსავალი, რადგან თუ საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთმანეთის ციხეში გაშვებით იქ ნამდვილად ვერ მოხვდებიან. მათ ლიეტუვის მაგალითი უნდა გადაიღონ, როცა სტრატეგიულ ამოცანებში პოზიცია და ოპოზიცია ერთად მოქმედებენ". три პორტალი Delfi წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ლიეტუვის სეიმის წარმომადგენელთა მივლინებები აკრძალულია, თუმცა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის გამო გამონაკლისი დაიშვა. როგორც ცნობილია, შეხვედრა იგეგმება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთანაც. ასევე ნახეთ ლიეტუვის პარლამენტის წევრი ქართველი პოლიტიკოსების ერთმანეთთან შეთანხმებას შეეცდება 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ „ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ...
წყარო

Lola

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 4 წუთის წინ

Qeti

თბილისი
  • 7 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 22 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ