მიკსი და მაკკოლი: მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ დემოკრატიის პრინციპებს

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატმა, გრეგორი მიკსმა და ამავე კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა წევრმა, მაიკლ მაკკოლმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ყველა პოლიტიკურ მხარეს დემოკრატიის პრინციპების პატივისცემისა და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაბმისკენ მოუწოდეს. "იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომლის მისაღწევადაც ქართველმა ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა, თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. ძლიერი და მტკიცე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული სტაბილურობისთვის”, - ამბობენ კონგრესმენები. საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ცოტა ხნით ადრე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმაჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმაც, სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა სენატორმა. მათი თქმით, საქართველოში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს. ასევე ნახეთ სენატორები რიში, შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებებით უნდა განმუხტონ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორებმა განცხადებების გაკეთება მას შემდეგ განაახლეს აქტიურად, რაც სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოქმედმა პრემიერმა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და ქართულმა ოცნებამ პრემიერის ახალ კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 17 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 17 საათის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 20 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 20 საათის წინ