ლიეტუველი პარლამენტარი: ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დასრულდა შეხვედრა ​ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისსა და ნიკა მელიას შორის. ლიეტუველმა პოლიტიკოსმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაელაპარაკოს ყველა მხარეს და შეთავაზოს მედიაცია მოლაპარაკებებში, ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას. მან თქვა ისიც, რომ მისი ქვეყნის გამოცდილება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი არ აირჩევ დასავლურ გზას, არ შეუერთდები ევროკავშირსა და ნატოს, შეიძლება მოკვდე. "არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით. თუ იქნება ლიეტუვის გზა, მე ვხედავ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს. მაგრამ, როცა ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში წევრიანდებოდა, მარჯვენა და მარცხენა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია [ოპენენტები]. თუ გაგრძელდება რეპრესიები და კონფლიქტი, თუ გაგრძელდება მუქარის გზა, საქართველოს შანსები შემცირდება. ნატოსა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ ლიდერები თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები. თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც თქვენ დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ" - თქვა ​ჟიგიმანტას პავილიონისმა. ამავე განცხადებაში მან ხელისუფლებას დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდა: "ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება." три პოლიტიკოსებთან შეხვედრამდე პავილიონისმა თვითერზე დაწერა, რომ ლიეტუვა საქართველოს გვერდით იდგა ყოველთვის, მისთვის ყველაზე რთულ დროსაც კი. три საქართველოში გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორებმა განცხადებების გაკეთება მას შემდეგ განაახლეს აქტიურად, რაც სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოქმედმა პრემიერმა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და ქართულმა ოცნებამ პრემიერის ახალ კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 21 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 21 საათის წინ

Lola

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ