ლიეტუვის პარლამენტარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან საერთო შეხვედრასაც გამართავს

​ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ოპოზიციურ პარტიებთან საერთო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში 15:00 საათზე დაიწყება. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, ოპოზიციური პარტიების შემადგენლობას საელჩო წყვეტს. ამ შეხვედრის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში უკვე მივიდნენ: "რესპუბლიკური პარტიის", "ევროპული საქართველოს", "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერები. ისინი ახლა საერთო შეხვედრას მართავენ. ერთობლივ შეხვედრამდე ჟიგიმანტას პავილიონისი ინდივიდუალურად "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებსაც შეხვდა. მან "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრის შემდეგ თქვა: "არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით. თუ იქნება ლიეტუვის გზა, მე ვხედავ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს. მაგრამ, როცა ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში წევრიანდებოდა, მარჯვენა და მარცხენა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია [ოპონენტები]. თუ გაგრძელდება რეპრესიები და კონფლიქტი, თუ გაგრძელდება მუქარის გზა, საქართველოს შანსები შემცირდება. ნატოსა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ ლიდერები თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმის მსხვერპლები. თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც თქვენ დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ შენარჩუნდეს სტატუს-კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ". ასევე ნახეთ ლიეტუველი პარლამენტარი: ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები საქართველოში გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორებმა განცხადებების გაკეთება მას შემდეგ განაახლეს აქტიურად, რაც სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოქმედმა პრემიერმა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და "ქართულმა ოცნებამ" პრემიერის ახალ კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 5 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ