კიევმა სანქციები დაუწესა პუტინთან დაკავშირებულ ოლიგარქს

უკრაინამ სანქციები დაუწესა ვიქტორ მედვედჩუკს, პოლიტიკაში გავლენიან პირს და ოლიგარქს, რომელსაც ახლო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან - და განაცხადა, რომ აპირებს იმ ნავთობსადენის ნაციონალიზაციას, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, მედვედჩუკი აკონტროლებს. უკრაინის უშიშროების ეროვნულმა საბჭომ 19 თებერვალს გამოაცხადა სანქციები მედვედჩუკის, მისი ცოლის, ოლგა მარჩენკოს, კიდევ იმ ექვსი პირის და 19 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, ოლიგარქთან არიან დაკავშირებული. სანქცირებული პირებიდან რამდენიმე რუსეთის მოქალაქეა. სანქციებით სამი წლით გაიყინა წყვილის ქონება და მათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება შეეზღუდათ. მედვედჩუკის ქონების უდიდესი ნაწილი მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული. ეს ზომები ამ ეტაპზე ბოლოა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებში, რომელთა მიზანია იმ უკრაინელების შეზღუდვა, ვისაც, მათი კრიტიკოსების თქმით, ახლო კავშირები აქვთ კრემლთან. 2 თებერვალს უკრაინამ სანქციები დაუწესა ტარას კოზაკს და სამ სატელევიზიო სადგურს, რომლებსაც ის ფორმალურად ფლობს. უკრაინის მედია აცხადებს, რომ ეს მედიასაშუალებები, რომლებიც კრემლის მომხრე პროპაგანდას გადასცემდნენ, სინამდვილეში მედვედჩუკის საკუთრებაა. რამდენიმე დღით ადრე ზელენსკის მთავრობამ დაიწყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმის გამოძიება. უკრაინელ პირებს ბრალად სდებენ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კამპანიისთვის ზიანის მიყენების მცდელობას, გავრცელებული ვარაუდით, მისი სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებით იმ პერიოდიდან, როცა ის ვიცე-პრეზიდენტი იყო და ობამას ადმინისტრაციის უკრაინასთან კავშირებს ხელმძღვანელობდა. ...
წყარო

Ilona

თბილისი
  • 17 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 10 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 9 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ