შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ - ჟიგიმანტას პავილიონისი მმართველი პარტიის წევრებსაც შეხვდა

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტში მივიდა და შეხვედრა გამართა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან. შეხვედრის შემდეგ მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს ორი არჩევანი აქვს - ის ან გახდება ლიეტუვასნაირი ქვეყანა, ან განვითარდება ბელარუსის მსგავსად. "თქვენს პრობლემებს თან ერთვის თქვენ წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. შემიძლია მარტივად ვთქვა, თქვენ შესაძლოა, დაკარგოთ ყველაფერი. როდესაც მე ვიყავი ახალი დიპლომატი, მახსოვს, ჩემმა პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა 1992 წელს მითხრა, ჩვენ ან ევროკავშირსა და ნატოს შევუერთდებით, ან მოვკვდებითო. ასე რომ, თქვენ ან ლიეტუვის გზით მიდიხართ, ან ბელარუსის გზით. რომელ არჩევანს გააკეთებთ, ქართველებო? თუ გსურთ ლიეტუვის გზით სვლა, გაერთიანდით ახლა, ვიდრე ძალიან გვიანი არაა. ეს დაგვიანებული იქნება, როდესაც თქვენ კვლავ იხილავთ რამე სახის დაძაბულობას თქვენს ქუჩებში. პრობლემა არის ის, რომ რუსეთს არ სჭირდება ტანკი, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს არის თქვენი ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის. გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს, გაერთიანდით, აჩვენეთ ერთიანობა და თქვენი დემოკრატიის სიმწიფე", – თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა და დააყოლა, რომ იშვიათად თუ ვიპოვით ევროპაში პოლიტიკოსს, რომელიც ქართულ ჯვარს ატარებს მკერდზე და მედიას აჩვენა ქართული ჯვარი, რომელსაც, მისი თქმით, არასდროს იხსნის. "ეს თქვენი ჯვარია და მე მას ყოველდღე ვატარებ. ჩვენ ნამდვილად მზად ვართ თქვენს დასახმარებლად. გთხოვთ, გააკეთოთ რაც შესაძლებელია გაერთიანებისთვის. თქვენ ხვალ გაქვთ კონსტიტუციის დღე, მომავალ კვირას კი - ოკუპაციიდან 100 წლისთავი. მოდით, აღვნიშნოთ ეს თარიღები როგორც ერთიანობისა და დიალოგის დღეები. ვიმედოვნებ, ორივე მხარე იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად", - თქვა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა, რომელიც პარლამენტიდან კვლავ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დაბრუნდა ახლა უკვე გაერთიანებულ ოპოზიციასთან შესახვედრად. მანამდე კი ილაპარაკა იმაზე, რომ ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაცია და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ახალი ენერგია, რომელიც დემოკრატიების მხარდასაჭერად არის მიმართული, საქართველოსთვის არის შესაძლებლობების ფანჯარა, დაიმკვიდროს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში. "მსურს, საქართველო იყოს ჩემპიონი რეგიონში, რადგან საქართველო არის შუქურა კავკასიაში. კავკასიის რეგიონში რთული სიტუაცია გაქვთ და ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ რეგიონის სტაბილურობაში. ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი. ამისთვის თქვენ გჭირდებათ შიდა სიტ...
წყარო

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 6 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ