პარლამენტის კომიტეტებში ხვალ მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გრძელდება. კომიტეტების ფორმატში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებსა და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ. 13:00 საათზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაა ჩანიშნული, 17:00 საათზე კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. 22 თებერვალს კი პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატები პოლიტიკურ ჯგუფებს – საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. შეგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა, რომელსაც მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი....
წყარო

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 26 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ