აშშ არ გეგმავს ირანთან მიმართებით ნაბიჯებს, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული "დიპლომატიური საუბრის" წინ

აშშ არ გეგმავს დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ირანიდან მომდინარე ზეწოლის პასუხად, იმ მოლაპარაკების წინ, რომელიც უნდა შეეხოს აშშ-ის დაბრუნებას ირანთან 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებაში, - განაცხადა თეთრმა სახლმა 19 თებერვალს. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ პსაკის თქმით, ამ საკითხზე ირანსა და ხელშეკრულების ხელმომწერ, მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოს შორის "დიპლომატიური საუბრის" გამართვის იდეა ევროკავშირისგან მოდის. მანამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვაშინგტონი მზად არის იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია იმუშავებს ევროპასთან და "სხვა პარტნიორებთანაც", რათა განხილულ იქნეს ირანის "დესტაბილიზაციის მომტანი ნაბიჯები ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით". საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მაგრამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს აღუდგინა სანქციები. ამის პასუხად, თეირანმა თანდათან გააძლიერა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა. ...
წყარო

Milana

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 26 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 16 დღის წინ