დავით ზალკალიანი: დავითგარეჯის პრობლემა დღეს არ წარმოქმნილა

"2014 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ დაიწყო ამ საკითხზე მსჯელობა და მაშინ მოვითხოვეთ ჩვენ ამ კომისიის საქმიანობის შედეგები და იქიდან მოყოლებული მიდის მუშაობა, რომ მოგვეპოვებინა დამატებითი მასალები, დამატებითი კარტოგრაფიული საშუალებები იმისთვის, რომ ჩვენი არგუმენტები ყოფილიყო გამყარებული. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, იცით თქვენ, ადვილი არ არის იმ რუკებისა და კარტოგრაფიული მასალების მოპოვება", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას, რომელიც ახალი მთავრობის და პრემიერ-მინისტრისთვის საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ნდობის გამოცხადებას უძღვის წინ. ზალკალიანს დეპუტატებმა ჰკითხეს დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით, როგორ აპირებს საგარეო უწყება იმ პრობლემის მოგვარებას, რომ სამონასტრო კომპლექსის ნაწილთან ქართული მხარის მისვლა შეზღუდულია, რაზეც მან უპასუხა, რომ დავითგარეჯის საკითხი ახალი პრობლემა არ არის, სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს და 25 წელზე მეტია მოუგვარებლად რჩება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ დავითგარეჯის საკითხი საბჭოთა კავშირის მძიმე მემკვიდრეობაა. „საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ 2018 წლიდან, ამ სამინისტროს შემადგენელი ნაწილი ვარ და ჩემამდე ბევრი ადამიანი იყო, ვინც ამ სამინისტროს ხელმძღვანელობდა. დავითგარეჯის საკითხი ყველა მინისტრისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო, მაგრამ აქ არის ობიექტური, სუბიექტური ფაქტორები. როგორ გგონიათ, ის, რომ დღეს გამოვლინდა ის ბევრი პრობლემა, ეს ხომ არის იმ მუშაობის შედეგი, რომელიც წინა წლებში განხორციელდა. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, 2018 წელს როდესაც დავინიშნე, ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთეთ, მოვიკითხეთ კომისიის საქმიანობა და როგორ მუშაობდა კომისია. ამ პროცესზე ჩვენ დიდი ხანია, ვმუშაობთ და ეს არ ნიშნავს, რომ ეს სადღაც თაროზე გვქონდა შემოდებული ან ამის შესახებ არ ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს. მუდმივად ვსაუბრობდით ამაზე, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქმე სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს და სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე ვცდილობთ, მიღებული იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის და იმ ისტორიისთვის. ახსნა არ სჭირდება ამას, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თვითმყოფადობის, იდენტობის შემადგენელი ნაწილია ეს. სტუდენტი ვიყავი და სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად დავდიოდი, 9 აპრილს აქ ვიყავი ამ პარლამენტის წინ და დავითგარეჯით დაიწყო, თუ გახსოვთ, მაშინ ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აბსოლუტურად განვაახლეთ კომისიის შემადგენლობა, დავიწყეთ ექსპერტებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობა, რათა მათი საერთაშორისო ექსპერტიზა გვქონო...
წყარო

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ