რუსეთში რეგისტრაციაში გაატარეს კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა

რუსეთში რეგისტრაციაში გაატარეს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო, ადგილობრივი წარმოების მესამე ვაქცინა, სახელად "კოვივაკი", რომელიც ჩუმაკოვის სახელობის სამეცნიერო ცენტრის მუშაკების მიერ არის შექმნილი. პრეპარატი იყენებს "მოკლული" ვირუსის პრინციპს, მისი ეფექტიანობის შესახებ მონაცემები არ გასაჯაროებულა. მოელიან, რომ ამ პრეპარატით მასობრივი ვაქცინაცია მისი გამოცდის მესამე ფაზის პარალელურად დაიწყება. "კოვივაკი" ორგანიზმს აწვდის "მოკლული" კორონავირუსის ფრაგმენტებს, იმუნური რეაქციის გამოსაწვევად. ეს ითვლება ვაქცინების წარმოების კლასიკურ მეთოდად, ანალოგიური პრეპარატები უკვე შეიმუშავეს და მოიხმარენ ჩინეთსა და ინდოეთში. ამ პრეპარატის წარმოებისთვის საჭიროა უმაღლესი ბიოლოგიური დაცვის მქონე ლაბორატორიები, რაც ართულებს მის მასობრივ გამოშვებას. ჩუმაკოვის ცენტრში იმედოვნებენ, რომ მარტის შუა პერიოდისთვის შეძლებენ კვირაში პრეპარატის 400 ათას დოზამდე წარმოებას. დეაქტივირებულ ვირუსზე დაფუძნებული, მოქმედი ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია სხვა მეთოდიკით შემუშავებულ პრეპარატებთან შედარებით. ჩინური წარმოების "კორონავაკმა" ბრაზილიაში გამოყენებისას ეფექტიანობის 50,4 პროცენტი აჩვენა. "კოვივაკის" რეგისტრირებამდე რუსეთში რეგისტრაციაში გაატარეს ვაქცინები "სპუტნიკ ვე", რომელიც გამალეის სახელობის ცენტრში შეიმუშავეს და "ეპივაკკორონა", ცენტრისგან "ვექტორი". ჯერჯერობით მხოლოდ "სპუტნიკი" იწარმოება მასობრივად, მისი შემქმნელები ამ პრეპარატის ეფექტიანობის მაჩვენებლად 91,6 პროცენტს ასახელებენ. ...
წყარო

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ