სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ქაბულში მომხდარ აფეთქებებს

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად. ქაბულის პოლიციის პრესმდივნის, ფერდავს ფარამარზის თქმით, ორი აფეთქება ერთმანეთისგან 15 წუთის ინტერვალით მოხდა, აფეთქდა ბომბები, რომლებიც მანქანებზე იყო დამონტაჟებული. მესამე აფეთქება მოხდა დაახლოებით ორ საათში, და მისი სამიზნე პოლიციის მანქანა იყო - ამ აფეთქებას ემსხვერპლნენ მანქანაში მსხდომი ორი ავღანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი, რომელიც ინციდენტის სიახლოვეს იყო. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ჯგუფს არ უკისრია, მიმდინარეობს საპოლიციო გამოძიება. ბოლო კვირებში ქაბულში რამდენიმე აფეთქება მოხდა მანქანების ქვედა ნაწილში დამონტაჟებული ბომბებით, რომელთა დეტონაციაც ან შორიდან ხდება, ან მათშივე არსებული დროის მექანიზმით. თავდასხმების სამიზნეები არიან უსაფრთხოების ძალები, ოფიციალური პირები, მოსამართლეები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები. ავღანეთში ძალადობა გახშირდა, იმ ფონზე, როცა დიდწილად შეჩერებულია სამშვიდობო მოლაპარაკებები მთავრობასა და თალიბანის მეამბოხეებს შორის. ინციდენტების ნაწილზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ", ნაწილში კი ავღანეთის მთავრობა თალიბანს სდებს ბრალს. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 22 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 20 საათის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 26 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ