კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში აღირიცხა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში აღირიცხა 132, აჭარა - 7, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 8,
შიდა ქართლი - 16, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი
-16, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და
ქვემო სვანეთი - 2.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური
შემთხვევა არის 3 257, საიდანაც: 1 723 ადამიანი მკურნალობს
საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 735, აჭარაში -
192, იმერეთში - 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 344 პირი, მათ შორის,
თბილისში - 117, აჭარაში - 39, იმერეთში - 114. ხელოვნური სუნთქვის
აპარატზე იმყოფება 96 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 9,
იმერეთში - 9. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ
შორის 126 - თბილისში, 90 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 1 303 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 328 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 104, ხოლო აჭარაში - 100.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 653 კვლევა ტესტით.
შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 258 ახალი დადასტურებული
შემთხვევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ ათი
პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 355-ს.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 435-ს. გამოჯანმრთელებულია 261 637
პაციენტი....