ძალაში დარჩა ნავალნის განაჩენი, ის ცილისწამებაშიც სცნეს დამნაშავედ

მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პატიმრობის ვადა, რომელიც უკავშირდება გაფლანგვის ბრალდებას - თუმცა ეს ვადა დაახლოებით 50 დღით შეამცირა, უკვე მოხდილი სასჯელის პერიოდის გათვალისწინებით. განაჩენი გამოცხადდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სხვა სასამართლომ კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტი და კრემლის კრიტიკოსი დამნაშავედ სცნო ცილისწამებაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მიმართ. ცილისწამების განაჩენის ფარგლებში, ნავალნი 850,000 რუბლით (11,500 ამერიკული დოლარით) დაჯარიმდა. ნავალნი 20 თებერვალს სასამართლოში იყო იმ განაჩენის გასაჩივრებისთვის, რომელიც მას მიმდინარე თვეში გამოუტანეს, უწინდელ, 2014 წლის და კამათის საგნად ქცეულ, გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებით. პროკურატურა სასამართლოს მოუწოდებდა ძალაში დაეტოვებინა 2 თებერვალს გამოტანილი განაჩენი და აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება, პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეცვლილიყო, კანონიერია. ეს სამი წლის და ექვსი თვის ვადით მისჯილი პატიმრობა შემცირდა ორი წლის და რვა თვის ხანგრძლივობამდე, უკვე მოხდილი სასჯელის პერიოდის გათვალისწინებით. სხვა საქმეში, ნავალნი დამნაშავედ სცნეს ცილისწამებაში 94 წლის ომის ვეტერანის მიმართ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კრემლის მიერ ორგანიზებულ ვიდეორგოლში, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად, რომლებიც პუტინს საშუალებას აძლევს 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში. ნავალნიმ დასცინა ვიდეოკლიპში გადაღებულ პირებს და მათ "კორუმპირებული ლაქიები და მოღალატეები" უწოდა. ნავალნის მოკავშირეები ამ სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულ პერფორმანსს უწოდებენ, ნავალნი რუსეთის ოფიციალურ პირებს მის წინააღმდეგ საქმის შეთითხვნაში სდებს ბრალს. ...
წყარო

Marikuna

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 16 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ