გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელი თეირანში ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, თეირანში ჩავიდა, აშშ-ის სანქციების მოხსნისთვის ირანის მიერ დაწესებული ვადის გასვლამდე - იუწყება სახელმწიფო მედია. გროსი შეხვედრებს გამართავს ალი აკბარ სალეჰისთან, რომელსაც განათლება აშშ-ში აქვს მიღებული და ამჟამად ხელმძღვანელობს ირანის სამოქალაქო ატომური ენერგიის ორგანიზაციას, კაზემ ღარიბაბადისთან, ირანის ელჩთან IAEA-ში, და სხვა ოფიციალურ პირებთან - იუწყება ირანის მედია. გროსის ვიზიტის ფონია ირანის გაფრთხილება, რომ ის 21 თებერვლიდან აკრძალავს IAEA-ის ექსპერტების ჩასვლას თავის ბირთვულ ობიექტებზე, თუკი მათი ვიზიტების შესახებ მას მოკლე ვადაში გააფრთხილებენ - იმ შემთხვევაში, თუ აშშ არ მოხსნის სანქციებს, რომლებიც თეირანს 2018 წელს დაუწესდა. ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ 2015 წელს გააფორმეს საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის შეზღუდვა, საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მაგრამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა, განაცხადა რა, რომ ხელშეკრულების პირობები არ იყო საკმარისად მკაცრი საიმისოდ, რომ ირანისთვის შეუძლებელი ყოფილიყო ატომური იარაღის შექმნა. საპასუხო ნაბიჯის სახით, ირანმა ნელ-ნელა დაიწყო ხელშეკრულების პირობების დარღვევა, დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის მარაგის შევსებით, ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებით და საამისოდ მაღალი ტექნოლოგიის ცენტრიფუგების გამოყენებით. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ხელშეკრულებაში დაბრუნების გზებს. ...
წყარო

Dako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 17 დღის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ