სალომე ზურაბიშვილი: დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე თქვა, რომ პირველი კონსტიტუცია, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციის გამო მხოლოდ 4 დღეს იარსება, იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. „ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა მთავარ ღირებულებებად ერისა და პიროვნების თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია! საქართველოს პირველ კონსტიტუციაში ასახულია იმ დროს, ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, ისეთი პროგრესული და დემოკრატიული დებულებები, როგორიცაა: საპარლამენტო მოწყობა და მმართველობის დაბალანსებული სისტემა, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნები, სიკვდილით დასჯის გაუქმება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, კანონის წინაშე მათი თანასწორობა, განურჩევლად სქესისა, ეროვნული თუ წოდებრივი კუთვნილებისა, ეროვნული უმცირესობების თავისუფალი სოციალურ-კულტურული განვითარება, საყოველთაო საარჩევნო უფლება - ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო თანასწორობა, რაც ჯერ კიდევ 1918 წელს საკანონმდებლო ორგანოში ქალი დეპუტატის, ამასთან, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის არჩევის სამართლებრივი გამოძახილი იყო. სწორედ ამ ფასეულობების აღიარებით გამოირჩევა 1921 წლის კონსტიტუცია არა მხოლოდ საუკუნის წინ შექმნილ, არამედ თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორის. სწორედ ეს ფასეულობები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ. ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა. მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. три პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველოს მუდმივად, გარედან თუ შიგნიდან, ხელს უშლიდნენ, წარემართა ეროვნული და დემოკრატიული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, კვლავ ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებების ერთგული. „კონსტიტუცია, ერთი მხრივ, არის ჩვენი სულიერი, ისტორიული და სამართლებრივი კავშირი ჩვენი ქვეყნის წარსულთან. ამავე დროს, ის დღევანდელი სახელმწიფოს რეალური საყრდენი და ასევე, ჩვენი მომავლის ფუნდამენტია. აქედან ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი სამართლებრივი საყრდენის რღვევა, სახელმწიფოს რღვევაცაა! გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა კონსტიტუციის პირდაპირი უგულებელყოფა იყო. ყოველი ამგვარი მცდელობა დღესაც (თუნდაც ზვიადისა და მერაბის სახელების გამოყენებით) პირველ კონსტიტუციაში ასა...
წყარო

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 11 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ