პარლამენტთან კარვის გაშლის მცდელობისას 5 პირი დააკავეს

პოლიციამ 5 აქტივისტი დააკავა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ იმ დროს, როცა ისინი კარვის გაშლას ცდილობდნენ. კარავი 100-ის მიზანი იყო საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების იუბილეზე ლექციის ჩატარება თემაზე, როგორ ირღვევა საქართველოში კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, მათ შორის - მანიფესტაციის უფლება. "5 ადამიანის შეკრებისაც ეშინია უკვე ივანიშვილს", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, როცა სხვა აქტივისტებს აკავებდნენ. რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ დაკავებულები არიან ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის. три საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო, 4 დღით ადრე, ვიდრე საბჭოთა ჯარები საქართველოს ოკუპაციას მოახდენდნენ. საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში. შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებისკენ მოუწოდა, ევროკავშირის მისიამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროინტეგრაციას. საქართველოს პარლამენტში კი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია ბოლშევიკებს შეადარა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ საქართველოს წარსულშიც ბევრი დრო დაუკარგავს და ახლაც კარგავს პოლარიზაციასა და დაპირისპირებაში. ...
წყარო

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 17 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 14 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 11 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 16 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ