გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი თეირანში შეხვდა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის დირექტორს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი თეირანში შეხვდა ალი აკბარ სალეჰის, ირანის სამოქალაქო ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამდენიმე დღით ადრე ირანის მიერ დაწესებულ ვადამდე, 23 თებერვლამდე - რის შემდეგაც, თეირანის განცხადებით, ქვეყანა შეამცირებს თავის ბირთვულ ობიექტებზე გაეროს ექსპერტების დაშვებას, თუკი აშშ მას სანქციებს არ მოუხსნის. ამ ინფორმაციას ირანის მედია 21 თებერვალს ავრცელებს. ირანის განცხადებით, ის შეწყვეტს იმ "გამჭვირვალობის მოხალისეობრივი ზომების" გატარებას, რომლებიც მას დაეკისრა 2015 წელს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებით. ეს ზომები მოიცავს ე.წ. დამატებით პროტოკოლს, რომელიც IAEA-ს ექსპერტებს უფლებას აძლევს მოინახულონ ირანის არადეკლარირებული ობიექტები ისე, რომ თავიანთი ვიზიტების შესახებ თეირანს ცოტა ხნით ადრე შეატყობინონ. თეირანი აცხადებს, რომ ეს ზომები უკან წაღებას ექვემდებარება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ გროსის თეირანში ვიზიტი მიზნად ისახავს შეთანხმების მიღწევას სააგენტოს მიერ ქვეყანაში მიმდინარე აქტივობების შემოწმების გაგრძელების შესახებ. ირანი ამბობს, რომ არ აპირებს IAEA-სთან თანამშრომლობის შეწყვეტას ან მისი ექსპერტების გაძევებას. ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ 2015 წელს გააფორმეს საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის შეზღუდვა, საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მაგრამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა, განაცხადა რა, რომ ხელშეკრულების პირობები არ იყო საკმარისად მკაცრი საიმისოდ, რომ ირანისთვის შეუძლებელი ყოფილიყო ატომური იარაღის შექმნა. საპასუხო ნაბიჯის სახით, ირანმა ნელ-ნელა დაიწყო ხელშეკრულების პირობების დარღვევა, დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის მარაგის შევსებით, ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებით და საამისოდ მაღალი ტექნოლოგიის ცენტრიფუგების გამოყენებით. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ხელშეკრულებაში დაბრუნების გზებს. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ