გიგა ბოკერია: ეს იყო ყველაზე უარესი არჩევანი კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის, რომ ასეთ დროს ასეთ ადამიანს ერქვას პრემიერ-მინისტრი

ყველა განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ არის მიმართული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, სიძულვილის, დაპირისპირებების წაქეზებაზე და კრიზისის მხოლოდ გაღრმავებაზე. თუ ამ რიტორიკას გაყვება ხელისუფლება, ეს მოუტანს კატასტროფულ შედეგებს ქვეყანას და მათ დაღუპავს პერსონალურად, პოლიტიკურად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა. ,,ეს იყო ყველაზე უარესი არჩევანი კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის, რომ ასეთ დროს ასეთ ადამიანს ერქვას პრემიერ-მინისტრი. ყველა განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისაგან მოვისმინეთ არის მიმართული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, სიძულვილისა და დაპირსპირებების წაქეზებაზე და კრიზისის მხოლოდ გაღრმავებაზე. თუ ამ რიტორიკას გაყვება ხელისუფლება ეს მოუტანს კატასტროფულ შედეგებს ქვეყანას და მათ დაღუპავს პერსონალურად, პოლიტიკურად. ამ პერსონისგან ეს მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ვართ მზად ამ პირობებშიც კი დიალოგისთვის, ოღონდ არა პოლიტიკურ რეპრესიებთან შეგუების ხარჯზე ან ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის ხარჯზე. ამ მთავრობას, ამ კატასტროფული პერსონით მოუწევს ამასთან შეგუება, ან გადაჩეხვა საკუთარი თავის. ქვეყანას სჭირდება არჩევნები, სადაც არჩევნები გამოხატავს მოქალაქეების ნებას, პოლიტპატიმრები ციხეში არ სხედან და პოლიტიკური დევნა აღარ არის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი. შეგუება იმასთან, რასაც ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმი სთავაზობს შეუძლებელია. გამოსავალი არის მოლაპარაკებები, ვერ გაიტანენ ამ ამბავს და უნდა დაიწყონ ფიქრი ამ ვითარებიდან გამოსვლაზე“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ....
წყარო

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 12 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 19 წუთის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 9 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 5 საათის წინ