ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო

ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობის სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ვიზრუნოთ, ამ ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავლის გადასარჩენად, მზად ვართ მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად კვლავ მივცეთ ვადა კომპრომისისთვის ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია. იმისთვის, რომ დასხნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმისთვის, რომ შეასრულონ, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები”, — განაცხადა დეკანოიძემ. განცხადება გააკეთა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმაც, რომელიც პრესკონფერენციას ესწრებოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან. “დემოკრატიის, განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემის, ოპოზიციასთან მუშაოების გარეშე NATO-სა და ევროკავშირის კარი არ გაიღება. იმედი მაქვს, ხელისუფლება დაპირისპირებისა და რეპრესიების ნაცვლად, დიალოგის კეთილ ნებას დასთანხმდება”, — თქვა პავილიონისმა. შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალსა და 31 მარტს ოპოზიციას თბილისსა და რეგიონებში აქცია-მსვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებდა, რომ აქციას ოკუპაციის 100 წლისთავის გამო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა....
წყარო

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 9 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 20 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Inesa

თბილისი
  • 20 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 20 საათის წინ