მიხეილ ჩხენკელი ემხრობა კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას

"ჩვენი ქვეყნისთვის კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს ცალკე. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიციაც, შესაბამისი ინიციატივაც პარლამენტში უკვე შემოსულია და მე მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას, რომ ცალკე არსებობდეს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. ამ სამინისტროს ცალკე არსებობა სწორედ ხაზს გაუსვამს იმ დიდ როლს, რასაც კულტურა თამაშობს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მე ამაზე ჩემი მინისტრად დანიშვნის დროსაც ვილაპარაკე", - თქვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას, რომელიც ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტისთვის წინმსწრები პროცედურული სხდომაა. პრემიერობის კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 22 თებერვალს უნდა მიიღოს. ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი გახარიამ 18 თებერვლის დილას თქვა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა. იმავე დღეს მან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და თავად პარტია დატოვა, მმართველმა გუნდმა კი პრემიერობის კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა 19 თებერვალს თავისი სამთავრობო შემადგენლობა გააცნო საზოგადოებას - ახალ მინისტრთა კაბინეტში ფაქტობრივად ყველა მოქმედი მინისტრი ხვდება, მთავრობას ტოვებს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ცვლის. ყოფილი მოადგილე დაიკავებს მთავრობის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში მაია ცქიტიშვილის ადგილს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძეა დასახელებული. საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია მთავრობას დიალოგისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ და ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 20 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 54 წუთის წინ

Alena

თბილისი
  • 20 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 17 საათის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ