ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია. როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიციას თუ მართლა აქვს სურვილი, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს გასარკვევია, რადგან ისინი, ერთი მხრივ, რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ. “მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს დაგვიანებულია. ფაქტია, რომ მათ აღიარეს ისინი სამართლებრივი სივრციდან გასული იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ მათ სურვილი აქვთ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. თუმცა თუ მართლაც აქვთ სურვილი, ეს კიდევ გასარკვევია, რადგან ერთი მხრივ, ისინი რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ. ცდილობენ, პოლიციელების წინააღმდეგ იმოქმედო და ყველანაირ კანონის ჩარჩოს გავიდნენ რაც ძალიან მძიმეა. ჩვენ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ, კანონის ენით ვუპასუხებთ. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ოხანაშვილმა. ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას....
წყარო

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 13 საათის წინ

наталья

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ