რუსთავში 23 წლის კაცს შენობის დემონტაჟისას ბეტონის ფილა დაეცა, ის გარდაიცვალა
23 წლის მამაკაცი დაიღუპა, რუსთავში, კერძო სახლში მიშენების დემონტაჟის დროს.
"ახალგაზრდა ნათესავთან ერთად მუშაობდა, ამ დროს ბეტონის ფილა გადაიქცა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა", - უთხრა რადიო თავისუფლებას, ოსტროვსკის ქუჩის მცხოვრებმა. ამავე წყაროს ცნობით, დაღუპულის ნათესავი, რომლის სახლზე მიშენებასაც გარდაცვლილი ანგრევდა, არ დაშავებულა.
შს საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
...