გომელაური მელიას დაკავებაზე: ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო

„ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს კითხვაზე, რამდენი ხნით არის გადადებული სასამართლოს განჩინების აღსრულება. „ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის განჩინება სასამართლოსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავება მას შემდეგ გადადო დროებით, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. იურისტები, ვისაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა ამ საკითხზე, განმარტავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით გადადება სამართლებრივი პროცესი არ არის. ასევე ნახეთ მყიფე პოლიტიკური სამართალი - იშვიათი პრაქტიკები და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები მელიას საქმეში  ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 5 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 საათის წინ